დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის დროებითი კომისია აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს
ავტორი:
2014/ივნისი/24 14:30:02
პარლამენტის დროებითი კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს და პარლამენტს შესაბამისი დასკვნის გაკეთების რეკომენდაციით მიმართავს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლის და შიდა კონტროლის შემმოწმებელი დროებითი კომისიის 226-გვერდიანი დასკვნა პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
იმ პრეტენზიების თაობაზე, რომელიც პარლამენტის დროებით კომისიას აუდიტის სამსახურის მიმართ გააჩნია, "ინტერპრესნიუსს" კომისიის ხელმძღვანელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური ესაუბრა.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრაქტიკულარ არ ხდებოდა გეგმის განსაზღვრა. 2012 და 2013 წლებში არ იყო დაგეგმილი, რა უნდა შემოწმებულიყო. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ასეთი სამოქმედო გეგმა უნდა იყოს დამტკიცებული, განსაზღვრული. მისი არარსებობა იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას – შეიძლებოდა შესამოწმებელი ობიექტების შერჩევა სუბიექტურად მომხდარიყო. ხშირ შემთხვევაში ეს ამ უწყების პოლიტიზირებას იწვევდა. 2012 წლის მასალებში აღნიშნულია, რომ ძირითადად ისეთი ობიექტების შემოწმება ხდებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო "ქართულ ოცნებასთან". ამასთან, შემოწმება ზოგ შემთხვევაში ხორციელდებოდა უხარისხოდ. ასევე დროებით კომისიას პრეტენზიები აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ-თან დაკავშირებით, რომლის ფუნქციად განსაზღვრულია კადრების მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ასე შემდეგ. ეს ინსტიტუტი პარალელურად ატარებდა აუდიტს და ანხორციელებდა აუდიტორულ მომსახურებას სხვადასახვა სახელმწიფო ორგანიზაციებსა და შპს-ებში, რაშიც ის შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. გამოდის რომ, ერთი მხრივ აუდიტის სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს ზედამხედველობა საჯარო სახსრების ხარჯვაზე, მეორე მხრივ, იგივე ფუნქციას ასრულებს სსიპ-ი, რაშიც ის ანაზღაურებას იღებს ანუ აუდიტის სამსახურს ბიუჯეტი უხდის ფულს ამ მომსახურებისათვის და პარალელურად, იგივე საქმიანობის განხორციელებაში სსიპ-ი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაციების შემოწმებაში იღებს ფულს, რომლითაც, რა თქმა უნდა, მცირდება, დასაბეგრი მოგება ორგანიზაციებისა, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან ბიუჯეტთან. გამოდის, რომ ორჯერ ვიხდით ფულს, ერთსა და იმავე მომსახურებაში. ამასთან, აღნიშნულ სსიპ-ში დასაქმებულია თითქმის იგივე ხალხი, რომლებიც აუდიტის სამსახურში საქმიანობისთვის იღებდნენ ხელფასს. გარდა ამისა, იკვეთება პრობლემები კადრების კუთხით და ასე შემდეგ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თამაზ მეჭიაურმა.
მისივე ცნობით, დროებით კომისიაში აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასებისას, სხვადასხვა დეპუტატების მხრიდან არსებობდა მოსაზრებები როგორც უფრო რადიკალური, ასევე უფრო მსუბუქი შეფასების გაკეთების თაობაზე. თამაზ მეჭიაური ამასთან დაკავშირებით გასული წლის შემთხვევას იხსენებს და აცხადებს, რომ ახლა მოინახა შუალედი, რასაც კომისიის წევრთა უმრავლესობა დასთანხმდა.
"გასულ წელს ანალოგიური დასკვნა ვერ დამტკიცდა. ის არც პლენარულ სხდომაზე გასულა და არსებობდა საფრთხე, რომ დასკვნა კიდევ არ დამტკიცებულიყო. გასულ წელს დროებით კომისიას დოკუმენტის მისაღებად კვორუმი არ ეყო და ის ანგარიში, რაც მაშინ მომზადდა, ვერ დამტკიცდა. ახლაც არსებობდა ანალოგიური საფრთხე. იყო იმის პრობლემა, რომ დოკუმენტი ჩავარდნილიყო. ამიტომ მოგვიწია რაღაც საკითხების ამოღება, რასაც კომისიის ზოგიერთი წევრი არ ეთანხმებოდა. ეს უფრო კომპრომისული დოკუმენტია. დროებითი კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში მოტანილ რიგ საკითხებზე იყო სხვადასხვა აზრი. იყო საკითხები, რომელსაც შეიძლებოდა ჩიხში შევეყვანეთ, დოკუმენტი ვერ მიგვეღო და ისევ გასული წლის ბედი წვეოდა, როცა კომისიამ დასკვნა საერთოდ ვერ დადო. ამიტომ მოხდა რაღაც კომპრომისები. ამასთან, კომისიის წევრებმა, ვინც მიიჩნევდა, რომ რაღაც საკითხები უფრო რადიკალურად უნდა შეფასებულიყო, დაიტოვეს უფლება იმისა, რომ ასეთ საკითხებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წამოწევენ", - განმარტა მეჭიაურმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობის თაობაზე პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას სავარადოდ, პარლამენტი ივლისის რიგგარეშე სხდომების ფარგლებში განიხილავს. იმავდროულად, 2013 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიში პარლამენტში წარდგენილი აქვს თავად აუდიტის სამსახურს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია