დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თბილისში საზეიმოდ აღინიშნება
ავტორი:
2014/ივნისი/24 10:30:02
27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თბილისში საზეიმოდ აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს , ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება.
კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის წევრები დაესწრებიან.
27 ივნისს, ბრიუსელში, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელმოწერის ცერემონია ადგილობრივი დროით, 09:00 საათზე გაიმართება. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან  ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შემდეგ იგი  ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
პრემიერ-მინისტრი საქართველოში იმავე დღეს დაბრუნდება და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია