დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ჯაბა ებანოიძე და ლევან ვარშალომიძე უკრაინაში იმყოფებიან
ავტორი:
2014/ივნისი/24 09:30:02
საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯაბა ებანოიძე და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინაში იმყოფებიან.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "Liga.net"-ის ინფორმაციით, ისინი, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ გიორგი ვაშაძესთან ერთად, დღეს, თემაზე – "საქართველოს გამოცდილება – უკრაინის წარმატებაა" პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენცია "Liga.net"-ის პრეს-ცენტრში გაიმართება.
სააგენტოს ცნობით, გიორგი ვაშაძე, ჯაბა ებანოიძე და ლევან ვარშალომიძე ქართველი კონსულტანტების ჯგუფს წარმოადგენენ, რომელიც უკრაინის მთავრობას სახელმწიფო მმართველობის საკვანძო სფეროებში რეფორმების გატარებაში ეხმარება.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლებს შორისაა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია