დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სევდია უგრეხელიძე - თუ თანხების მოძრაობაში რაიმე არ მოეწონებათ, საკრებულოს უმრავლესობას მოკითხონ
ავტორი:
2014/ივნისი/23 14:30:02
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, თბილისის მერიაში დოკუმენტებისა და თანხების მოძრაობის კუთხით არანაირი პრობლემა არ არის.
ამის შესახებ სევდია უგრეხელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დავით ნარმანია გახდება მერი და თუ დაიწყო სხვადასხვა დოკუმენტების გამოძიება, რა ვითარებაა თბილისის მერიაში ამ მხრივ. უგრეხელიძის თქმით, თუ რაიმე პრობლემა იქნება, ეს საკრებულოს უმრავლესობიდან გამომდინარე იქნება, რადგან ყველა პროექტის დაფინანსებაზე თანხმობას საკრებულოს ბიურო აძლევდა.
"ჩვენთან, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არის, თუ იქნება რამე ასეთი პრობლემა, ეს საკრებულოს ბრალი იქნება. თუ თანხების მოძრაობაში რაიმე არ მოეწონებათ, მოკითხონ საკრებულოს უმრავლესობას და ბიუროს, რადგან ეს მათი ბრალი იქნება", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მისივე თქმით, მზეზე ლაქების აღმოჩენა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ის, რომ თბილისის მერიაში არაფერი ხდებოდა მითვისების კუთხით, ეს აშკარაა. მისივე თქმით, ხელისუფლება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, როცა აცხადებს, რომ უგულავამ რაღაც თანხები პარტიის მიზნებისთვის გამოიყენა. გარდა ამისა, უგრეხელიძემ განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები თბილისის გზების სამუშაოებს არ აგრძელებენ, რადგან დაშინებულები არიან.
"მათ ეშინიათ, რომ მოვა "ქართული ოცნება" და პასუხს მოსთხოვს, თუ რატომ თანამშრომლობდნენ მერიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან", - განაცხადა უგრეხელიძემ.
რაც შეეხება საკრებულოში მაღალი პრემიების გაცემის საკითხს, უგრეხელიძის თქმით, ვერც ერთი კანონი ვერ შეზღუდავს უნამუსო ადამიანების ქმედებას.
"თუმცა, რეგულაცია მაინც საჭიროა ასეთ ვითარებაში. ჩვენ გვიკიჟინებდნენ პრემიებზე, თუმცა ამჟამად გაცემული პრემიების მეოთხედსაც არ ვიღებდით ჩვენ. მათ იციან, რომ ხვალ თანამდებობებზე აღარ იქნებიან და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თანხა მოაგროვონ", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია