დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შალვა ფიფია ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს უმასპინძლებს
ავტორი:
2014/ივნისი/22 11:30:02
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას ოფიციალური მოწვევით 23-24 ივნისს საქართველოს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შალვა ფიფია და იაირ შამირი ხელს მოაწაერენ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ.
ასევე გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისრაელის ოფიციალური დელეგაციის წევრები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, თანადაფინანსების ფონდის, ქართული და ებრაული კომპანიების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
საქართველოში ვიზიტისას, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან ელგუჯა ხოკრიშვილთან.მინისტრი ქართულ-ებრაული ინვესტიციით გახსნილ მეფრინველეობის საწარმოსაც დაათვალიერებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია