დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი შიხიაშვილმა პრემია დღეს ბერი ანდრიას ფონდში სრულად გადარიცხა 
ავტორი:
2014/ივნისი/20 23:30:03
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა კუთვნილი პრემიის სრული ოდენობა დღეს ბერი ანდიას საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.
"აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ ამ აურზაურის ატეხვამდე გაცილებით ადრე მივიღეთ და მის გასაჯაროვებას არც ვაპირებდით, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უზნეო ზეწოლას, აღნიშნული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა გამართლებულად მივიჩნიეთ.
ჩვენი ინიციატივა, შესამისად, ბიუროს სხდომაზე იქნა გაჟღერებული და მოწონებული, რისი ოქმიც არსებობს და დაინტერესების შემთხვევაში მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია.
პირადად მე ჩემი პრემიის სრულ ოდენობა დღეს ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდში დღეს გადავრიცხე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ და ასევე არაერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხის გადარიცხვა საქველმოქმედო ფონდში პირდაპირ იყო შესაძლებელი და მისი პრემიის სახით გამოწერის საჭიროება არ არსებობდა.
მე მინდა მათ ავუხსნა, რომ ქველმოქმედების გაწევა ხდება სურვილისამებრ, საკუთარი შემოსავლების საშუალებით და არა ბიუჯეტის ხარჯზე.
აქვე მინდა დავაფიქსირო ისიც, რომ 30 ივნისს ჩვენ აუცილებლად მოვაწყობთ ჩვენს მიერ ჩატარებულის სამუშაოების პრეზენტაციას და თბილისელებს ყველა იმ გაკეთებული საქმის ანგარიშს ჩავაბარებთ, რაც ჩვენი მმართველობის დროს გაკეთდა დედაქალაქში.
ამის შემდგომ უკვე საზოგადოებამ უკვე თავად გადაწყვიტოს ეკუთვნოდა თუ არა ზეგანაკვეთული მუშაობის გამო პრემია კოლეგებსა და აპარატის თანამშრომლებს.
ასე, რომ მე პრემიის გამოწერადამსახურებულად მიმაჩნია და ამასთან ვაცხადებ, რომ 25 ივნისს დეპუტატების დიდი ნაწილი ასევე გადაურიცხავენ გარკვეულ თანხას სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, რათა ისინი თანხის არარსებობის გამო თავშესაფრის გარეშე არ დარჩნენ’’,–აღნიშნა შიხიაშვილმა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია