დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კალაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება
ავტორი:
2014/ივნისი/20 13:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეხვედრის დასაწყისში კახა კალაძემ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და დიპლომატებს "ობიექტური შეფასებისთვის" მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ თვითმმართველობის არჩევნებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და ობიექტური შეფასებისთვის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ჩატარებული არჩევნები პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიების მხრიდან დემოკრატიის გაძლიერებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი მიზანი იყო არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება, და ვფიქრობთ, რომ ჩატარებული არჩევნებით მიზანს მივაღწიეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მან კმაყოფილებით აღნიშნა ისიც, რომ საარჩევნო პროცესის დროს არც საერთაშორისო და არც ადგილობრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებია.
`იყო პატარა ინციდენტები და ამასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოახდინა სწრაფი რეაგირება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში თვითმმართველობებს ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეთ. ამ კონტექსტში კალაძემ უპრეცედენტოდ შეაფასა ხელისუფლების ინიციატივა, მერებისა და გამგებლების ასარჩევად შემოეღო 50%-იანი ბარიერი.
რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, კალაძის შეფასებით, ესეც დემოკრატიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია