დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანგლისის #5 საარჩევნო უბნის ბიულეტენების გადათვლის პროცესი დღეს ხმაურით მიმდინარეობდა
ავტორი:
2014/ივნისი/19 21:30:02
თეთრიწყაროს #26 საოლქო-საარჩევნო კომისიაში მანგლისის #5 საარჩევნო უბნის ბიულეტენების გადათვლის პროცესი დღეს ხმაურით მიმდინარეობდა.
"ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ხმების გადათვლის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა, თუმცა თეთრიწყაროს საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამარ მეტრეველმა მას დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცა, რამაც სიტყვიერი შელაპარაკება გამოიწვია საოლქოს თავმჯდომარესა და გიორგი გუგავას შორის. მოგვიანებით კი სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა "ლეიბორისტების" წარმომადგენელსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის.
თეთრიწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიამ მანგლისის #5 საარჩევნო უბნის შედეგების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი მანგლისის #5 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით.
"ნაციონალების" წარმომადგენელი თეთრიწყაროს საოლქო კომისიაში, თამარ დალაქიშვილი ირწმუნება, რომ მანგლისის საარჩევნო უბნის რეალური შედეგები არ ემთხვევა ოქმში დაფიქსირებულ ციფრებს, რომლებიც გაცილებით დიდია. ამასთანავე "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის ხმები "ქართული ოცნების" კანდიდატზეა მიწერილი.
ხმების დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ თეთრიწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ მეტრეველმა განაცხადა, რომ "ნაციონალების" ეჭვი გამართლდა და კონკურენტულ უბანზე სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთა.
თეთრიწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიას განსახილველი კიდევ ორი საჩივარი დარჩა, "ნაციონალური მოძრაობა" #40-ე საარჩევნო უბანზე შედეგების გადახედვას მოითხოვს. ასევე მეორე საჩივრით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ითხოვს, რომ თეთრიწყაროს ოლქში #1-დან #40 საარჩევნო უბნის ჩათვლით ყველგან გადაითვალოს ხმები. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თუ აღნიშნულ უბნებზეც დაფიქსირდა მანგლისის საარჩევნო უბნის მსგავსი დარღვევა, უკვე თეთრიწყაროს ოლქის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია