საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ნინო ბურჯანაძის კოალიციას საარჩევნო კომისიებში ასობით საჩივარი აქვს შეტანილი
ავტორი:
2014/ივნისი/19 20:30:02
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ცინცაბაძის განცხადებით, კოალიციას საარჩევნო ხმების დასაცავად მთელი საქართველოს მასშტაბით ასობით საჩივარი აქვს შეტანილი.
თამარ ცინცაბაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც დაფიქსირებულ დარღვევებზე და სასამართლო სარჩელების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესში დარღვევათა დაფიქსირების შედეგად ოქმებში ბალანსი არ აისახა.
"ჩვენ ძალიან ბევრ უბანსა და ოლქში გვაქვს შეტანილი საჩივრები, მაგრამ ვერ ვიღებთ ობიექტურ დასკვნებს, რამაც გვაიძულა, რომ უკვე სასამართლოს მივმართოთ და შევიტანოთ სარჩელი. მართალია, არ გვაქვს იმედი, რომ კუბლაშვილის სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიღებული ხმები დავიცვათ", _ აღნიშნა ცინცაბაძემ.
მისივე თქმით, კოალიციას "ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას" მთელი საქართველოს მასშტაბით ასობით საჩივარი აქვს შეტანილი. საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტებზე, როდესაც გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად უბნებზე მხოლოდ ერთი ან ორი ხმა იყო გადამწყვეტი.
"ასეთი სიტუაცია გვაქვს წაღვერში, ვანში, ტყიბულში და კიდევ რამოდენიმე უბანზე, სადაც სულ ერთი ხმა იყო გადამწყვეტი. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ იქ, სადაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მოხდეს ბიულეტენების ხელახალი გადათვლა, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ არჩევნები სხვადასხვა უბანზე გაყალბდა, ჩვენ მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე იცით, რომ ძალიან ბევრ ადგილას არის დანიშნული მეორე ტური და მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, ამჯერად მაინც უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები", _ დასძინა თამარ ცინცაბაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 729
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია