დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოში საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული
ავტორი:
2014/ივნისი/19 18:30:02
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით, დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოში საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შარაშენიძემ განუცხადა, საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და მიზეზებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ჩემი ინფორმაციით, აეროპორტის საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული და მიმდინარეობს ძიება. საუბარია დიდი რაოდენობით არადეკლარირებულ თანხაზე, რომლის დეკლარირება მათ არ მოახდინეს. ვითარებას სწავლობენ და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი", - განაცხადა შარაშენიძემ.
რაც შეეხება ელექტროშოკურ აპარატს, ელჩი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ თანხის თაობაზე აქვს ინფორმაცია.
"კონკრეტულად თანხა არ ვიცით, დაახლოებით მილიონ დოლარზეა საუბარი. ჩვენ მარტო თანხაზე ვიცით და ძიების შემდეგ დაზუსტდება ყველაფერი", - განაცხადა შარაშენიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია