დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო - მნიშვნელოვანია, რომ პრემიებთან დაკავშირებით საზოგადოება ყველა დეტალზე იყოს ინფორმირებული
ავტორი:
2014/ივნისი/19 13:30:08
მნიშვნელოვანია, რომ პრემიებთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული იყოს ყველა დეტალზე, რადგან ეს ძალიან მტკივნეული საკითხია , - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად საკრებულოს თანამშრომლებმა პრემიები "ბერი ანდრიას ფონდში" გადარიცხეს.
დავით სერგეენკოს განმარტებით, "ბერი ანდრიას ფონდი" ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს პალიატიურ მოვლაში ეხმარება. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო პალიატიურ მკურნალობაზე მნიშვნელოვან თანხას გამოყოფოს. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო პალიატიური მოვლის კუთხით, "ბერი ანდრიას ფონდთან" ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს.
"რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საკრებულომ "ბერი ანდრიას ფონდში" თანხა გადარიცხა, ასეთი საქმის მხარდაჭერას მე ყოველთვის მივესალმები. ხოლო, რამდენად იყო ეს 300-350%-იანი პრემია, ეს მათი გადასაწყვეტია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს ყველა დეტალზე პრემიებთან დაკავშირებით, რადგან ეს ძალიან მტკივნეული საკითხია", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, "ბერი ანდრიას ფონდში" წელიწადნახევრის განმავლობაში კერძო შემოწირულობებით მნიშვნელოვანი თანხები ირიცხებოდა, მათ შორის, ფონდში მაღალი დონის საჯარო მოხელეებიც გარკვეულ თანხას რიცხავდნენ, თუმცა მინისტრის განმარტებით, ეს არის სახელმწიფო პროგრამის ნაწილი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოში, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, არასდროს არ გაცემულა დაუმსახურებელი პრემია. ამის შესახებ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საკრებულოში გაცემულ 300%-იან პრემიებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, საკრებულო თავის მოვალეობას სრული დატვირთვით ასრულებს და ღირსეულადაც ართმევს თავს.
"სწორედ ამის შედეგია, რომ აღარ ეძლევა საშუალება ზოგიერთ ვაჟბატონს, 50 მილიონობით ლარი არამიზნობრივად გაფლანგოს. მიმაჩნია, რომ თავის მართლება არასწორი იქნება ჩვენი მხირდან, ვინაიდან საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხს არ წყვეტს არა ერთი ადამიანი, არამედ კოლეგიალური ორგანო - ბიურო. ბიუროზე ერთსულოვანი და ერთობლივი გადაწყვეტილება იყო მიღებული პრემიერთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად გაცემული ყველა თანამშრომელზე როგორც დეპუტატზე, ისე აპარატის თანამშრომელზე", - აღნიშნა შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დიფერენციაცია ხდება ადამიანების და სხვა მიზნებისთვის იყენებს ამ ყველაფერს საკრებულო.
"ჩვენ არ ვაპირებდით ამის განსაჯაროვებას, მაგრამ სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა. საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან, უმრავლესობის დიდი ნაწილი, გასცემდა ქველმოქმედებაში თანხებს და ჩვენი პარტნიორები იყვნენ თამთა დემურიშვილი და "ბერი ანდრიას ფონდი". ეს არის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად, კონკრეტულად მათი კვებისთვის გაცემული თანხები. ჩვენი ეს თანამშრომლობა 4 თვეა, გრძელდება. ერთი კვირის წინ ქალბატონ თამთასთან მოვილაპარაკეთ, რომ საკრებულოს ხელფასის 100%, კერძოდ, ბოლო ხელფასი მთლიანად გადავრიცხოთ ბერი ანდრიას ფონდში და კიდევ იმ ფონდში, სადაც ადამიანებს სჭირდებათ სოლიდარობა და თანადგომა. თუ ვინმეს აინტერესებდა, რას აკეთებს საკრებულო, ჯობდა საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი თავიდან ბოლომდე წაეკითხა", - განაცხადა შიხიაშვილმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, ივნისის ბოლოს, 350 პროცენტიან პრემიას - 12 000 ლარს აიღებს, რასაც ყოველთვიური ანაზღაურება - 3 540 ლარიც დაემატება. არსებული ინფორმაციით, ანალოგიური პრემიები გამოიწერა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია