დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ცესკო ახალქალაქსა და მარტვილში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/ივნისი/18 22:00:02
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალქალაქსა და მარტვილში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "დღეს, №40-ე ახალქალაქის და №65-ე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების მიმდინარეობისას, რომლებზეც საჩივრები განიხილებოდა, შეიჭრნენ საარჩევნო სუბიექტის - "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენლები, ხელი შეუშალეს კომისიის საქმიანობას და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კომისიის წევრებს. ორივე შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით აუცილებელი გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის გადაწყვეტილებებზე ძალადობრივი ფორმით ზეგავლენის მოხდენა; ცესკო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და არ გასცდნენ მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია