დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გერმანიის მთავრობამ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა
ავტორი:
2014/ივნისი/18 20:30:02
გერმანიის მთავრობამ გზა გაუხსნა საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებმა ფორმალურად დაუჭირეს მხარი შეთანხმებას, რომელსაც ხელი 27 ივნისს მოეწერება.
გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, ამით იხსნება თანამშრომლობის გზა, სტაბილურობის გამყარება და კეთილდღეობის ამაღლება აღმოსავლეთ ევროპასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში.
მისი თქმით, მიღწეული შეთანხმების ნაწილი გახდება პოლიტიკური დიალოგი ისეთ თემებზე, როგორებიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების გამყარება.
გერმანიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირეს უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ ნაწილს. ზაიბერტმა აღნიშნა, რომ ამის გრძელვადიანი მიზანია ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფორმირება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია