დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იაპონურმა მხარემ საქართველოს 5 მლნ აშშ დოლარი გამოუყო
ავტორი:
2014/ივნისი/18 12:00:01
იაპონურმა მხარემ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობისა და ამბოლატორიული მომსახურებისთვის საჭირო აპარატურისთვის გრანტის სახით 5 მლნ აშშ დოლარი გამოუყო.
საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ნოტების გაცვლით დასადებ შეთანხმებას 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ მოაწერეს.
არასაპროექტო გრანტი გამოყენებული იქნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, საგრანტო დახმარების ფარგლებში, იგეგმება როგორც კვლევის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის, ასევე ამბულატორიული მომსახურების მიზნით გამოსაყენებელი აღჭურვილობის შეძენა.
აღნიშნული გრანტი იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე დახმარებაა. იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1997 წლიდან დღემდე საქართველომ მიიღო დაახლოებით 4 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია