დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი არჩევნებზე დაბალ აქტივობას საზოგადოების მიერ ხელისუფლებისადმი სრული ნდობით ხსნის
ავტორი:
2014/ივნისი/17 22:30:02
სამწუხაროდ, გარკვეულ ოლქებში იყო ნაკლები აქტივობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შედეგები შეაჯამა.
მისივე თქმით, უფრო მეტი აქტიურობა იყო საჭირო ხელისუფლების მხრიდან. ამასთან, პრემიერის შეფასებით, საზოგადოებას ხელისუფლების სრული ნდობა აქვს.
"ჩვენ ხარვეზებს რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ, უფრო მეტი აქტიურობა იყო საჭირო ჩვენი მხრიდან, თუმცა ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ მაღალი აქტივობის შემდეგ, ჩვენი მაჩვენებელი იქნებოდა ალბათ 75%-ზე მეტი. მე ამას ვხსნი იმით, რომ საზოგადოებას აქვს სრული ნდობა ჩვენი ხელისუფლების. სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს არის გარკვეული სიგნალი, მესიჯი ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომ ეს არის გარკვეული გაფრთხილება – არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. ასეთი შედეგი არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ასეთ დემოკრატიულ ვითარებაში არასოდეს მოუპოვებია. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას, არა მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ ძალას, არამედ მთელ მოსახლეობასა და მთელ საქართველოს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია