დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შეწყალების კომისიას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება
ავტორი:
2014/ივნისი/17 14:00:03
ალეკო ელისაშვილი სავარაუდოდ შეწყალების კომისიაში ვეღარ დაბრუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
როგორც  ელისაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება და ექნება საუბარი, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი შეწყალების კომისიაში.
"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შეთავსებით ორ პოსტზე ყოფნას კანონი კრძალავს და შეუძლებლად მიმაჩნია, განვახორციელო დეპუტატის უფლებამოსილებაც და ვიყო შეწყალების კომისიაშიც. შეწყალების კომისიაში თავდაუზოგავად ვმუშაობდი, ეს ნიშნავს, რომ ერთგან უნდა ვიზარმაცო ან - მეორეგან. ასე არ შემიძლია. პრეზიდენტთან შევათანხმებ, ვინ იქნება ჩემი შემცვლელი კომისიაში. თუმცა, კომისიის ერთ სხდომას დავესწრები, როგორც კომისიის წევრი და არა - თავმჯდომარე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, შეწყალების კომისიის სხდომა ივლისში გაიმართება და ამ სხდომას დაესწრება. ალეკო ელისაშვილი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თბილისის საკრებულოს წევრებაზე იყრიდა კენჭს. წინასწარი მონაცემებით, მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. 



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია