დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შსს - გაყალბების ფაქტზე მკაცრად დაისჯება ყველა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად
ავტორი:
2014/ივნისი/16 19:00:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით არის დაწყებული, რაც არჩევნების შედეგების გაყალბებას გულისხმობს.
"მკაცრად დაისჯება ყველა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას განცხადებით, ან უნდა მოიხსნას "ქართული ოცნების" კანდიდატურა ან უნდა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა ან უნდა ჩატარდეს მეორე ტური, სადაც მარნეულის ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.
უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე გადაღებული გაყალბების ამსახველი ვიდეომასალა წარმოადგინა. როგორც უგულავამ განაცხადა, აღნიშნული ვიდეომასალა "თავისუფალი ზონის" აქტივისტმა ანა გურგენიძემ გადაიღო, რომელმაც უბანზე კამერა ჩართული დატოვა.
უგულავს თქმით, კადრებში ჩანს, რომ ერთი და იგივე პირი საარჩვენო ყუთში რამდენიმე ბიულეტენს აგდებს. მისი თქმით, ეს პირი არის ნაზიმ ალიევი, რომელიც მარნეულის დეპუტატის ნათესავია და ადგილობრივ ავტორიტეტად მიიჩნევა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია