დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო - მერაბ თოფჩიშვილს გამგებლად დარჩენა შეუძლია
ავტორი:
2014/ივნისი/16 13:00:03
მარნეულის ოლქში გამარჯვებულ "ქართული ოცნების" კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილს, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა, გამგებლად დარჩენა შეუძლია.
როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცადა, კანდიდატის გადაწყვეტილება საარჩევნო ბიულეტენის ჩამონათვალზე არ ასახულა და შესაბამისად, საარჩევნო კომისიამ თოფჩიშვილისთვის მიცემული ხმების რაოდენობაც ისევე დათვალა, როგორც სხვა კანდიდატების.
"როდესაც სუბიექტის მხრიდან კანდიდატურის მოხსნაზე იყო საუბარი, ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენდა საარჩევნო ბიულეტენის ჩამონათვალზე და საარჩევნო კომისია არჩევნების შემდეგ დაითვლიდა მის ხმებს, როგორც სხვა კანდიდატების შემთხვევაში. სწორედ ასე მოხდა. წინასწარი შედეგები ცნობილია, თუმცა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგების გამოცხადებას და ამის შემდეგ გვეცოდინება, რომელმა კანდიდატმა სად გაიმარჯვა. ვისაც ოფიციალური შედეგების მიხედვით ექნება 50 %+1 ხმა ის ჩაითვლება გამარჯვებულად. ამ შემთხვევაში, თავად კანდიდატის გადასაწყვეტია რას მოიმოქმედებს", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარნეულში გამგებლის არჩევნებში პირველივე ტურში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა – მერაბ თოფჩიშვილმა მიიღო, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კოალიციის გადაწყვეტილებით კანდიდატურა მოხსნა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თოფჩიშვილს გამგებლის არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 52,48 %-მა დაუჭირა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია