დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამირან გიგუაშვილი - თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ გაიმარჯვა მწარედ ცდება
ავტორი:
2014/ივნისი/16 11:30:02
ამირან გიგუაშვილის განცხადებით, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ გაიმარჯვა მწარედ ცდება. ასე აფასებს პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი თვითმართველობის არჩევნების შედეგებს.
მისი განცხადებით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა იმის დასტურია, რომ საზოგადოება პროტესტს უცხადებს ყველა ყველა წამყვან პოლიტიკურ ძალას.
"თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ გაიმარჯვა მწარედ ცდება. მოხდა ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, სწორედ ის ხალხი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან რიგში იდგა, უბრალოდ არ წავიდა არჩევნებზე და ამით გამოხატა საკუთარი პროტესტი.
ხალხი უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა არა მხოლოდ მმართველ კოალიციას, არამედ ყველა არსებული პოლიტიკური ძალას. აშკარაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის ვის დაუჭიროს მხარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან პოლიტიკაში ცარიელი ადგილები არ არსებობს და შესაბამისად იზრდება საფრთხე, რომ ეს ადგილი რომელიმე პოპულისტურმა, ფსევდომართლმადიდებლობას და ფსევდოპატრიოტიზმს ამოფარებულმა ძალამ შეავსოს.
სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მთლიანად საქართველო არ დამარცხდეს",- აცხადებს ამირან გიგუაშვილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია