დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია 18:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოვლინილ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს
ავტორი:
2014/ივნისი/15 22:30:02
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მათი დამკვირვებლების მიერ 18:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში გამოვლინილ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი" საია-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. 18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საია-ს დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება - დარღვევები გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით:
თელავის #14 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში არაუფლებამოსილ პირთა 2 ხელმოწერა დაფიქსირდა. საია-ს დამკვირვებლის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადასატან ყუთის სიაში მყოფ 2 ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული. ინფორმაცია გადამოწმდა უშუალოდ ამომრჩევლებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სიაში დაფიქსირებული ხელმოწერა მათ არ ეკუთვნოდათ და გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. საია-ს დამკვირვებელმა გადაწყვიტა აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დაწერა, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისია არ აძლევდა მას საჩივრის დაწერის შესაძლებლობას. მოგვიანებით პრობლემა მოგვარდა და საია-ს დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. მოთხოვნილ იქნა გადასატანი ყუთის ბათილობა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, არამედ ის შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს (,,არჩევნების გაყალბება" მუხ.1643).
ვაკეში #2 უბანზე გადასატანი ყუთზე კომისიის წევრებს 22 ცალი სამივე სახის ბიულეტენი გაატანეს. უბანზე კი დაბრუნდა 5 მერობის, 2 პროპორციული და 2 მაჟორიტარული ბიულეტენი. საიას დამკვირვებელმა მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა.
დამკვირვებლის საქმიანობისათვის ხელის შეშლა:
შემოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 35-ე საარჩევნო უბანზე "თავისუფალი ზონის" დამკვირვებელზე ამომრჩეველზე განახორციელა მუქარა. საია-ს დამკვირვებლის მიერ გადამოწმდა ეს ინფორმაცია და გამოირკვა, რომ უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელიც პირადობის მოწმობის გარეშე ითხოვდა არჩევნებში მოანაწილეობის მიღებას. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა, რომელსაც ამომრჩეველმა სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა და მუქარის ტონით განუცხადა, რომ იგი ყოფილი პოლიციელი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა არ მიაღებინეს.
საბურთალოს #44, ჩუღურეთის #2 უბანბზე 20:00 საათის შემდეგ არ შეუშვეს საია-ს დამკვირვებელი.
შეიარაღებულ პირთა ყოფნა უბანზე:
საბურთალოს 85-ე საარჩევნო უბანზე გამოცხადდა შეიარაღებული პიროვნება. საია-ს დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მას არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება და კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება იარაღის გარეშე დაბრუნდა უბანზე და ხმის მიცემის შემდგომ დატოვა საარჩევნო უბანი.
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები:
საია-ს დაუკავშირდნენ მოქალაქეები სოფიო კირვალიძე და იამზე შინჯიკაშვილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მონაცემები არ არის შეტანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ვერ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების ყოფნა საარჩევნო უბნის ტერირორიაზე
ხონის #10 საუბნო საარჩევნო დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტების შემდეგი კანდიდატების ყოფნის ფაქტი: დურმიშხან ტაბიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მელიტონ გუგავა - "შალვა ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია", კახა ფირცხალავა - საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება."
ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 116 საჩივარი და 113 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნშ.", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500-მდე დამკვირვებლით აკვირდება. სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 40 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია