დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" "ნაციონალურ მოძრაობას" სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციაში ანაშაულებს
ავტორი:
2014/ივნისი/15 18:00:02
ორგანიზაცია - "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR) "ნაციონალურ მოძრაობას" სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაციას, რათა არ მოხდეს მათი მხრიდან არჩევნების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება, რაც ჩვენთვის, როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენი ფუნქცია გახლავთ, დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შევაფასოთ ის. არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და საერთაშორისო საზოგადოება", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაცია - "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ნუ განახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ზეწოლას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია