დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბათუმში 23 %-იანი აქტივობა ფიქსირდება
ავტორი:
2014/ივნისი/15 17:00:02
ბათუმის 79-ე ოლქში 23 %-იანი აქტივობა ფიქსირდება. როგორც ოლქის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებელი ოლქის პროგნოზთან შედარებით დაბალია. მისივე თქმით, 79-ე ოლქში სულ 9 საჩივარი დაიწერა, მათგან ერთ ერთი გადასატან ყუთთან დაკავშირებით იყო.
"ბოლო მონაცემებით ბათუმში მონაწილეობა მიიღო 31 546 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 23.85 %. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დაბალი აქტივობაა. ჩვენი პროგნოზი იყო, სადღაც 40% - იანი აქტივობა. შესაძლოა, ამ რაოდენობითაც არ მიიღონ მონაწილეობა. ოლქში სულ 9 საჩივარია შემოტანილი, 7 საჩივარი დაწერა სამართლიანი არჩევნების კოორდინატორებმა, ხოლო ორი საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლებმა", - აღნიშნა მალხაზ ბოლქვაძემ.
მისივე განმარტებით, საჩივრები ძირითადად დაიწერა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით.
"მეექვსე უბანზე გადასატანი ყუთით ამომრჩევლებმა ისე მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, რომ ხელმომწერთა სიაში ხელმოწერის გრაფა დარჩა ცარიელი. ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ გაბათილდა გადასატანი ყუთი", - აღნიშნა მალხაზ ბოლქვაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია