დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მხრივ ჯარსა და პოლიციაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს
ავტორი:
2014/ივნისი/14 21:00:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას განსხვავებული წესით მიიღებენ. განსხვავებულ მიდგომას მათთან მიმართებით საარჩევნო კანონმდებლობა აწესებს.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც არჩევნების დღეს შესაბამის დისლოკაციის ადგილზე იმყოფება, საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობს. ის მერის, გამგებლის და მაჟორიტარობის კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს ხმას, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს - ვინც კენჭისყრის დღეს განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით ერთი ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის/გამგებლის არჩევნებში. ისინი კი, ვინც მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის ერთი წელზე ნაკლები ვადით იმყოფებიან, მონაწილეობენ საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მათი დისლოკაციის ადგილი, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც რეგისტრირებული არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია