დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივი არჩევნებისთვის ეგზიტპოლები "იმედის" და "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდება
ავტორი:
2014/ივნისი/14 19:00:02
ადგილობრივი არჩევნებისთვის ეგზიტპოლები ტელეკომპანიების "იმედი" და "რუსთავი 2" დაკვეთით ჩატარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა, "იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლებს თბილისის მასშტაბით კომპანია "ეისითი" ჩაატარებს.
"იქნება პროპორციული სიები და მერობის კანდიდატები. პირველადი შედეგი კი "ქრონიკის" რვასაათიან გამოშვებაში გამოცხადდება", - განაცხადა ბაია ცანავამ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით კი, ტელეკომპანიის დაკვეთით, 7 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში
ეგზიტპოლებს ორგანიზაცია GFK ჩაატარებს.
მისი თქმით, ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგი ხვალ, 20:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამოცხადდება, რომელიც "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია