დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჟოზე მანუელ ბაროზუ - იმედი მაქვს, რუსეთის მთავრობისგან ასოცირების ხელშეკრულება კარგად იქნება გაგებული
ავტორი:
2014/ივნისი/13 13:30:02
ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ არ მოელის, რომ რუსეთი არ შეუქმნის წინააღმდეგობას ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. როგორც ბაროზუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ წინააღმდეგობები იქნება, საერთაშორისო დონეზე კარგად არ იქნება გაგებული.
"მე არ მოველი, რომ რუსეთი არ შეუქმნის წინააღმდეგობას ამ ხელშეკრულებას. ეს არ არის ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არსებობს ლეგალური ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები, რომლისგანაც შეიძლება შევუქმნათ ხელშეკრულებას წინაღობები. ამ ხელშეკრულებისგან სარგებელი მთელმა რეგონმა შეიძლება ნახოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფრი კარგად იქნება გაგებული რუსეთის მთავრობისგან. საერთაშორისო დონეზე არ იქნება კარგად გაგებული თუ მოხდება წინაააღმდეგობის გაწევა", - განაცხადა ბაროზუმ.
ბაროზუმ ასევე ისაუბრა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შექმნისკენ მიისწრაფვის.
"ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ საქართველოს შევუქმნათ უვიზო რეჟიმი ისევე როგორც გავაკეთეთ ეს სხვა ქვეყნებში. ამის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს და ვცდილობთ ამის მიღწევას. თუ ჩვენ ეს სხვა ქვეყნებთან გავაკეთეთ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან? უბრალოდ ტექნიკური მოსამზადებელი საკითხებია. აქ არის ბევრი სხვადასხვა საკითხი", - აღნიშნა ბაროზუმ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია