დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟოზე მანუელ ბაროზუ - ასოცირების ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას
ავტორი:
2014/ივნისი/13 13:00:02
ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ქართველ ხალხს რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ თბილი შეხვედრისთვის, რომელიც მე და დელეგაციას გვხვდა წილად ბატონი ღარიბაშვილისგან, ასევე ჩვენი შევხედრების კონსტრუქციულობისთვის. ჩვენ ვემზადებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. იგი არის უდიდესი სტიმული საქართველოს ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანია სტაბილურობის მინიჭებისთვის საქართველოსთვის. ხელშეკრულება ეხება საერთო ღირებულებებს. იგი ეხება არამარტო საქართველოს ბიზნესს, არამედ ქართველ მომხმარებლებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და ურთიერთობების სტაბილურობას", – განაცხადა ბაროზუმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
"იმისათვის, რომ გვქონდეს ჯანსაჯი დემოკრატია, ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლების შეგრძენა. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ ქართველ ხალხს რეფორმების განხორციელება, რომელიც პრაქტიკულად თავად უნდა გადაწყვიტონ, ჩვენ ვიქნებით უბრალოდ დამხმარე ხელი", - დასძინა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია