დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ ხაბაძე შუახევში მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/ივნისი/12 20:30:02
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, დღეს, შუახევში ჭვანას თემის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არჩილ ხაბაძემ არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივებისაგან პირადად მოისმინა. საუბარი შეეხო ჰესებზე დასაქმების და იალაღების ელექტროენერგიით მომარაგების საკითხს.
მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა მთავრობის მიერ ხიჭაური-ჭვანა-ბარათაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-მოასფალტების გამო. 1924 წელს გაყვანილი 5100 მეტრი სიგრძის გზა წელს პირველად გაფართოვდება და მოწესრიგდება. ორფენიანი მოასფალტების გარდა გაკეთდება წყალარინები და გზის გამამაგრებელი კედლები.
ჭვანელებს მთავრობის თავმჯდომარე შუახევის გამგებლობის კანდიდატ ტარიელ ებრალიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად შეხვდა.
ზაურ ფუტკარაძემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის 2013-14 წლების მიზნობრივი პროგრამები გააცნო, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ადგილობრივი ფერმერების მრავალწლიანი კულტურებით უზრუნველყოფა, მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით მომარაგება და სასათბურე კონსტრუქციით უზრუნველყოფა. მაღალმთიან აჭარაში ასევე დაგეგმილია მეფუტკრეობისა და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა.
არჩილ ხაბაძემ ადგილობრივებს მუსლიმანურ რელიგიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რამაზანის მარხვის დაწყება მიულოცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია