დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟოზე მანუელ ბაროზუ - საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვინ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას
ავტორი:
2014/ივნისი/12 11:00:03
უშუალოდ თქვენი ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ ვინ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უფრო მნიშვნელოვანად მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ახალ თავფურცელს გადაშლის საქართველოს და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში.
"ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სავაჭრო ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება მოასწავებს რეფორმებს, რაც საქართველოს სულ უფრო და უფრო დაამსგავსებს ევროკავშირის წევრ ქვეყანას – ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად. ეს ხელშეკრულება ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში გაამყარებს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს – ურთიერთპატივისცემას, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობას. ეს შეთანხმება არის ერთგვარი სამომავლო ინვესტიცია, რომელიც, ჩვენი რწმენით, დიდ მოგებას მოიტანს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჟოზე მანულ ბაროზუმ.
ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური კუთხით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, საიმპორტო და საექსპორტო გადასახადების გაუქმებას ნიშნავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობაში.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური წინადადებაა ვაჭრობის ლიბერალიზაციის მხრივ იმ შეთანხმებებს შორის, რაც ევროკავშირს ოდესმე დაუდია რომელიმე პარტნიორთან. ხელშეკრულების წყალობით, იმპორტიორები როგორც ევროკავშირიდან, ისე საქართველოდან, წლიურად დაახლოებით 90 მილიონ ევროს დაზოგავენ. ბაზრის ლიბერალიზაცია და რეფორმები საქართველოს ექსპორტს სავარაუდოდ 12 პროცენტით გაზრდის, მშპ-ს კი მთელი 4,3 პროცენტით" – განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.
ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 იცნისის ნომერში გამოქვეყნდება.

იხილეთ ინტერვიუს ინგლისური ვერსია

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია