დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საგარეო უწყება ავღანეთში ხუთი ამერიკელი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ავტორი:
2014/ივნისი/11 20:30:02
ავღანეთში ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2014 წლის 10 ივნისს, სამხრეთ ავღანეთის ზაბულის პროვინციაში, უსაფრთხოების ოპერაციის მიმდინარეობისას ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.
საქართველოს საგარეო უწყება თანაუგრძნობს დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია