დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა 
ავტორი:
2014/ივნისი/11 16:30:03
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეხვდა. ტომაშ პერნიცკმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები წარმატებით ახორციელებენ გარემოსადაცვით პროექტებს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ჩეხეთი საქართველოსთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობს, მათ შორის: ბიომრავალფეროვნების დაცვის, წყლის რესურსების მართვის კუთხით, სატყეო სექტორში, და ა. შ. მხარეებმა მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს და გარემოსდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია