დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძეს ქობულეთში აქცია მოუწყვეს
ავტორი:
2014/ივნისი/11 11:00:02
ქობულეთში, დილის 04.00 საათზე, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ბათუმში, რუსთაველის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ჭეიშვილმა განუცხადა, აქცია გაიმართა Georgian Palace Hotel-თან, სადაც კახა კალაძე იყო გაჩერებული. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა 26 მაისთან დაკავშირებით კალაძის გუშინდელი განცხადება გააპროტესტეს.
"მან ერთი ერთში გაიმეორა ის რიტორიკა, რომელიც ჰქონდა და აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". მან თქვა, რომ ბურჯანაძემ ხალხი მიატოვა და ა.შ. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ის აქტიური მხარდამჭერი იყო სააკაშვილის ხელისუფლების. როდესაც კალაძემ მსგავსი განცხადებები გააკეთა გუშინ, აღშფოთებული ქობულეთის და ბათუმის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ეს გაეპროტესტებინა. მივედით სასტუმროსთან და მოვითხოვეთ, რომ კალაძე რამდენიმეს მარტო შეგხვედროდა, თუმცა უარი თქვა. მე პირადად ვიყავი 26 მაისის მონაწილე და მინდოდა მისთვის რეალურად რა მოხდა ის მეთქვა", - განაცხადა ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, აქციას, რომელმაც ყველანაირი ექსცესის გარეშე ჩაიარა, 50-მდე პირი ესწრებოდა.
კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ 26 მაისს, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ, ბურჯანაძის ესკორტი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული კორიდორით გაიქცა.
"სიმართლე უთხარით ქვეყნის მოსახლეობას, რომ 2008 წელს თქვენ წამოხვედით "ნაციონალური მოძრაობიდან" იმის გამო, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, რადგან ვერ მოილაპარაკეთ საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ეს იყო რეალობა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ, როგორ გაგიკეთათ კორიდორი "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვენ ესკორტს და როგორ გარბოდით, იქ კი ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება, ოჯახებს, რომლებიც იქ გააპარტახეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია