დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
ავტორი:
2014/ივნისი/10 23:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი მაია ფანჯიკიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება ლონდონში "თჰე Lანსდოწნე ჩლუბ"-ში გაიმართა და მას ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული დიასპორისა და ქართულ-ბრიტანული საზოგადოების წევრები, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მაია ფანჯიკიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ კონტექსტში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
"დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს. ჩვენი ურთიერთობა დინამიურად ვითარდება თავდაცვის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების სფეროში. ბოლო რამოდენიმე თვე ძალიან დატვირტული იყო მნიშვნელოვანი ვიზიტებით. ჩვენ ვუმასპინძლეთ დეივიდ ლიდინგტონს - გერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ჰეიგს, რომელიც საქართველოს ისტორიულ მომენტში ესტუმრა. ჩვენ მართლაც ვართ ისტორიული მოვლენების მომსწრენი. 27 ივნისს საქართველო და ევროკავშირი ხელს აწერენ ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ეს ფაქტი არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ქვეყნის გულმოდგინე შრომამ რეფორმების, ცვლილებების, წარმატების მისაღწევად შედეგი გამოიღო. ეს შეტანხმება არის საწინდარი ჩვენს ქვეყნების შორის ახალი, ენერგიული ურთიერთობის დაწყებისა ევროკავშირის ფარგლებში.ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს ევროატლანტიკურ ამბიციებზე და ველით ნატო-ს სამიტს უელსში, რომელიც სათანადოდ განიხილავს საქართველოს მიღწევებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.გვჯერა დიდი ბრიტანეთის ძლიერი სოლიდარობის საქართველოს ევროპული გზის მიმართ"-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში.
მიღებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ყოფილი ბრიტანელი პარლამენტარი სერ გრაჰამ ვატსონი, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ევროპარლამენტში "აღმოსავლეთ პარტნიორობისა" და კონკრეტულად, საქართველოს ინტერესების დაცვის პროცესში.სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ქუვეითის ელჩმა ჰალედ ალ-დუვაინმა.
"მინდა მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო ძალიან დინამიური ქვეყანაა, რომელსაც წინ წარმატებული და დიდი მომავალი ელის, მიუხედავად სირთულეებისა, რომლის წინაშეც ქყვეყანა დგას, საქართველო მზარდი ეკონომიკისა და დემოკრატიის ქვეყანაა. ამჟამად საქართველო რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. ეს იმის მაჩვენებელია რომ ქართველები გულმოდგინე და შრომის მოყვარე ხალხია"- განაცხადა საკუთარ გამოსვლაშ ჰალედ ალ-დუვაინმა.
"4 წელია რაც ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებას ვხელმძღვანელობ და ვხედავ რომ ჩვენ ქვეყნების შორის მეგორბრობა ვითარდება და იზარდება, რაც მე დიდ სიხარულს მანიჭებს და ძალიან პოზიტიურია. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი მიღება გაიმართა, მოხარული ვარ რომ მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება", - განაცხადა ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარემ ჯეისონ ოზბორნმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია