დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ "საპარლამენტო არჩევნების" ლეგიტიმურობას არ აღიარებს
ავტორი:
2014/ივნისი/09 22:30:02
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 ივნისს საქართველოს რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ "საპარლამენტო არჩევნების" ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ლატვიის საგარეო პოლიტიკურ უწყებას მიაჩნია, რომ ასეთი არჩევნების ჩატარება ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობებს.
"იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში დისკუსია, რომელშიც კონფლიქტის ყველა მონაწილე მხარეა წარმოდგენილი. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით", -აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ოსეთი" ლიდერობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია