დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი მოსახლეობას ყველა გახმაურებული საქმის ბოლომდე გამოძიების პირობას აძლევს
ავტორი:
2014/ივნისი/09 21:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ყველა გახმაურებული საქმის ბოლომდე გამოძიების პირობას აძლევს.
როგორც ბათუმის ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, ხალხს სამართლიანობის დამკვიდრება ეჩქარება და ხალხი ამას ხელისუფლებისგან ითხოვს.
"ყველგან, სადაც არ ჩავედი, მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ დროულად დასრულდეს ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება, ამიტომ მე მინდა შეგპირდეთ ყველას, რომ ყველა ის საქმე, რომლის გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდებით ჩვენ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი და ყველა დამნაშავე იქნება ბოლომდე დასჯილი კანონის შესაბამისად", - მიმართა ღარიბაშვილმა მხარდამჭერებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია