დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ქართული ოცნება" პოლიტიკურ ძალებსა და მათ მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2014/ივნისი/09 10:00:03
საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის ბოლო დღეებში რეგიონებში მომხდარ ინციდენტებს გმობს.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ქართული ოცნება", როგორც ქვეყნის მმართველი ძალა, დაინტერესებულია, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებით.
"საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" ემიჯნება და გმობს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის ბოლო დღეებში რეგიონებში მომხდარ ინციდენტებს. კოალიციამ გამოიჩინა კეთილი ნება და გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო პროცესში მთელი სიის დანარჩენი შემადგენლობის დატოვების შესახებ. ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეიჭრნენ მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში და მასზე ზეწოლა მოახდინეს. სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოს გამწვავებას, რასაც, დარწმუნებულები ვართ, შესაბამისი უწყებები არ დაუშვებენ და ყოველ კონკრეტულ ფაქტს შეისწავლიან და მოახდენენ სათანადო რეაგირებას", - აცხადებენ საარჩევნო ბლოკში.
"ქართული ოცნება" მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია