დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ავტორი:
2014/ივნისი/08 11:30:02
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე მოქალაქეები: გურამ ბაგაევი, ზვიად ნოზაძე და სამსონ კაჟაშვილი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა გორის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ, არაყი "ბელუგა", კონიაკი "ჰენესი" და ვისკი "ჯეკდენიელსი".
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია