დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ საქართველოს დღევანდელ მთავრობას და პრეზიდენტს დავეხმარო
ავტორი:
2014/ივნისი/08 10:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე დახმარებას სთავაზობს.
როგორც კიევში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველო არის უნიკალურ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ეს შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული.
მისივე თქმით, მას შეუძლია საერთაშორისო პოზიციების დაცვაში საქართველოს დახმარება.
"ახლა, როცა უკრაინაში ის ხდება, რაც ხდება, საქართველოს გაუჩნდა უნიკალური შანსი. ყველა გვაქცევს ყურადღებას. ეს მოხდა უკრაინის გამო და იმ საფრთხის გამო, რომელიც შეიქმნა. ყველამ გაითავისა, რომ ეს არ იყო საქართველოს და ცალკე აღებული საქართველოს მთავრობის ბრძოლა", -განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებაში მისთვის მთავარია საქართველოს დახმარება, მიუხედავად იმისა, ვინ არის მის მთავრობაში.
"მე მზად ვარ საქართველოს დღევანდელ მთავრობას, პრეზიდენტს, ყველანაირად დავეხმარო იმაში, რომ საერთაშორისო სიტუაციის ეს უნიკალური, ჩვენთვის სასიკეთო შემობრუნება მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ამისათვის მას შესაბამისი კავშირები აქვს.
"ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება და ალბათ ბევრგან მიგვიწვდება, მინდა საქართველოს მთავრობას დავეხმარო. ყველანაირი საარჩევნო ბატალიები ჩემთვის გადამწყვეტი არ არის, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ბედს ეხება", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია