დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ლაზღანდარობის და წვრილმანი "შპილკაობის" დრო არ არის
ავტორი:
2014/ივნისი/07 23:00:02
დროა უკვე ყველა დაღვინდეს, დაბრძენდეს, დასერიოზულდეს, მე არა მგონია, რომ საქართველო არის იმ სიტუაციაში, რომ ჰქონდეს ლაზღანდარობის და ასეთი წვრილმანი "შპილკაობის" დრო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "მაესტროს" ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილს სულელი უწოდა და პლანტაციებში სამუშაოდ მიიწვია.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი გამოწვევბი.
"თქვენ გინდათ, რომ სერიოზული კომენტარი გავაკეთო ამაზე? დროა უკვე რომ ყველა დაღვინდეს, დაბრძენდეს დასერიოზულდეს, მე არა მგონია, რომ საქართველო არის იმ სიტუაციაში, რომ ჰქონდეს ლაზღანდარობის და ასეთი წვრილმანი "შპილკაობის" დრო. საქართველოს აქვს ძალიან დიდი გამოწვევები. თქვენ ხედავთ რა ხდება ცხინვალში, თქვენ ხედავთ, რა გააკეთეს ბოლო კვირებში აფხაზეთში, საქართველოში ახლა საჭიროა ძალიან ფრთხილი, ძალიან გეგმაზომიერი პოლიტიკა. ახლა ჩვენ უნდა ვილაპარკოთ ერთი ხმით, რომ საქრთველოს სუვერენიტეტს სჭირდება დაცვა, გადარჩენა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
"მაესტროს" ჟურნალისტი დაინტერესდა შეხვდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს, რაზეც სააკაშვილმა განაცხდა, რომ მას არც ერთ ადამიანთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს.
"არ მაქვს პრობლემა, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევხვდე, მათ შორის ამ პიროვნებას. არ მინდა ამ პიროვნებაზე კომენტარის გაკეთება, რადგან არაკოლეგიალური იქნებოდა, ვიღაცა ვისაც ეწოდება საქართველოს პრეზიდენტი ჩემ შემდეგ ყველანაირი კრიტიკა ან სხვანაირად მოხსენება აღიქმება სხვანაირად და მე არ მინდა ასეთი ტრადიცია დამკვიდრდეს. ამისგან თავს შევიკავებ. დღეს შევხვდი ბაიდენს, რამდენიმე ევროპული ქვეყნების ლიდერებს, ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, საუბარი იყო საქართველოს დახმარებაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია