დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - კიევში როდესაც ჩამოვდივარ, ყოველ ჯერზე ბილეთის ფულის შოვნა მიხდება
ავტორი:
2014/ივნისი/07 22:30:02
მე კიევში როდესაც ჩამოვდივარ, ყოველ ჯერზე მიხდება ბილეთის ფულის შოვნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ტელეკომპანია "მესტროსთან" კიევიდან საუბრის დროს განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მისი ოჯახი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს.
"მე უკრაინაში როდესაც ჩამოვდივარ, ყოველ ჯერზე მიხდევა ბილეთის ფულის შევნა. მე არ ვითხოვ არავისგან მადლიერებას, მაგრამ ასეთ სულელურ ბრალდებებს მე არ მივიღებ. მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობთ, ძალიან მოკრძალებულად ყოველთვიურად გვაქვს შემოსავლის საკითხი და თქვენ ვერ მომიყვებით ვერაფერს რაც მე არ ვიცი ჩემს თავზე, ისევე როგორც ჩემს თანამებრძოლზე", - განაცხადა სააკაშვილმა დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის, მათ შორის გიგი უგულავას ელიტურ კორუფციაში მხილების საკითხს უკავშირდებოდა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის და ის ზღაპრები, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფცია არ იყო, მაგრამ ზედა ეშელონებში იყო, ეს ასე არ არის.
"ჩემი ბევრი თანამებრძოლი დღეს არის მატერიალურად გაჭირვებული. მე ამას არავის არ ვაყვედრი. ჩვენ, ეს გავცვალეთ ერთ რამეში - ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო. ბევრი ჩემი გუნდელი ამერიკაშია ჩამოსული და ეძებს დაბალპრესტიჟულ სამსახურსაც, რომ თავისი ოჯახი გამოკვებონ. მეც არ მაქვს ისეთი მდგომარეოაბ, რომ აქ ხელფასის გარეშე დიდი ხანი გავძლო. ამიტომ მაქვს საჯარო ლექციები, ამიტომ ვიღებ ჰონორარებს. ამოტომ ჩემი გადაადგილებისას იხდიან ის მხარეები, რომლებიც მიწვევენ. ეს არის ის, რაც არის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია