დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ დააკვირდება
ავტორი:
2014/ივნისი/07 17:00:03
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ცხინვალში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩადიან.
"არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და რომლებიც ოფიციალურად ახორციელებენ დაკვირვებას, არ იქნება ცხინვალში ჩასული. ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ის ცნობილი არ იქნება. მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ იქნება შესაბამისი განცხადებები ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც არ ცნობს ამ ე.წ. არჩევნების შედეგებს", - განაცხადა ზალკალიანმა.
ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ხვალ არის დაგეგმილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია