დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თომას ჰამერბერგი მოქალაქეთა საჩივრებზე რეაგირებისთვის დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის ინიციატივით გამოდის
ავტორი:
2014/ივნისი/07 16:30:02
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგი საქართველოს ხელისუფლებას იმ საჩივრების გამოსაძიებლად, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს შეეხება, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნას ურჩევს. საქართველოს მთავრობისადმი შესაბამისი რეკომენდაცია თომას ჰამერბერგმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა.
"კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც მე მაქვს, შეეხება ადამიანთა მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა მხრიდან რაღაც ქმედებასთან დაკავშირებით პრეტენზიის გამოხატვას და საჩივრის თუ განცხადების შეტანის სათანადო მექანიზმის არსებობას, რომელიც დაიცავდა კონკრეტულ პირებს, რომ მათ არ შეექმნათ რაიმე რისკი პრეტენზიის გამოხატვის გამო. მაგალითად, თუ ადამიანი პოლიციელის მხრიდან დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას და ქმედებას, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მას არ გაუჩნდეს სურვილი მიმართოს ისევ პოლიციას, რადგან შეეშინდება, რომ კვლავ ანალოგიური ქმედების ადრესატი გახდება. შესაბამისად, ამ საკითხის გადასაჭრელად ჩემი რეკომენდაციაა, ქვეყანაში შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომლისთვისაც ასეთ შემთხვევაში შეეძლება მოქალაქეს მიმართვა და სადაც იქნება დიდი მოლოდინი იმისა, რომ მიუკერძოებლად მოხდება კანონდარღვევაზე რეაგირება და ქმედება", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა.
მისივე აზრით, აღნიშნული მექანიზმი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამართალდამცავი სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი არასათანადო ქმედების დაფიქსირების დროს. "ეს იქნება პოლიცია, პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თუ ასე შემდეგ", - დასძინა თომას ჰამერბერგმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია