დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქეთრინ ეშტონი მაია ფანჯიკიძეს აფრიკის მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობას უხდის
ავტორი:
2014/ივნისი/07 14:30:03
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ქეთრინ ეშტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის სამხედრო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"წელს საქართველო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად იქცა. უაღრესად ვაფასებ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის ძალისხმევისადმი ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში", - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის მიერ მაია ფანჯიკიძის სახელზე გამოგზავნილ წერილში, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის სამხედრო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას ეხება.
ქეთრინ ეშტონის წერილში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მისიაში, მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაგზავნა საქართველოს ამ მისიის რიგით მეორე - ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მალის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობასაც აფასებს.
"მსურს ასევე მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს შემოთავაზებისთვის, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ეგიდით აფრიკაში მიმდინარე მეორე სამხედრო ოპერაციაში, კერძოდ, ესაა სამხედრო წვრთნის მისია მალიში", -აღნიშნავს ქეთრინ ეშტონი.
"მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ევროკავშირის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ შემოთავაზებებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიძლიერეს ჰმატებს ევროკავშირის ოპერაციებსა და მისიებს. ასევე, ძალზე ვაფასებ საქართველოს ოფიაცალურ პირებსა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩემს კოლეგებს შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე მიმდინარე აქტიურ დიალოგს", - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის წერილში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია