დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„თქვენი მშვიდობიანი დაბრუნება და წარმატებული სამსახური წაადგება ჩვენს ქვეყანას და უკეთეს მომავალს შეუქმნის მთელ მსოფლიოს“ - პრეზიდენტი 
ავტორი:
2014/ივნისი/07 14:00:02
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილე ასეულის გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს სიტყვით მიმართა, ღირსეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და მისიის დასრულების შემდეგ მშვიდობით დაბრუნება უსურვა. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ქართველი ჯარისკაცების თავდადებასა და შეუპოვრობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა - მონაწილეობა მიიღონ როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში - საქართველოს ევროპული მომავლის, განვითარებისა და წინსვლის საწინდარია. სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია