დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავს
ავტორი:
2014/ივნისი/07 13:30:02
"არასაპარლამენტო ოპოზიციამ" ცესკო-ს თავმჯდომარეს, უფასო საეთერო დროის დათმობის თხოვნით მიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "არასაპარლამენტო ოპოზიციიდან" აცნობეს, 7 მაისს "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და ბლოკის ლიდერებმა, მანანა ნაჭყებიამ და ალექსანდრე შალამბერიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას უფასო საეთერო დროის დათმობის თხოვნით მიმართეს.
"ქალბატონო თამარ, როგორც მოგეხსენებათ საარჩევნო ბლოკი ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)" არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, თუმცა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ბლოკი ვერ სარგებლობს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფასო საეთერო დროით. შედეგად, ვერც ჩვენო ბლოკი და ვერც სხვა კვალიფიცური სუბიექტები (გარდა სამი საარჩევნო სუბიექტისა) ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აწარმოებენ სრულფასოვან წინასაარჩევნო კამპანიას და ამომრჩეველთა სათანადოდ ინფორმირებას.
მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტების მსგავს არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება და ცესკომ მოცემული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით უნდა შემოიღოს დროებითი რეგულაციები.
ყოველივე ზ/ა გამომდინარე, წარმოგიდეგნთ ცესკოს დადგენილების პროექტს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ".
გთხოვთ, იმოქმედოთ თქვენთვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და წარმოდგენილ პროექტზე იმსჯელოთ დაჩქარებული წესით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბლოკის საბჭოს წევრები პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე, პოლიტიკური გაერთიანება ,,თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია