დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების წლიურ ანგარიშზე მუშაობა იწყება
ავტორი:
2014/ივნისი/07 12:00:02
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს და ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების ამსახველ წლიურ ანგარიშზე მუშაობის დაწყება იგეგმება, რომელიც 2014 წლიდან რეგულარულად მომზადდება და გამოიცემა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ჩართულობით სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება იგეგმება.
2014 წლის 7-8 ივნისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართება გასვლითი სამუშაო შეხვედრა წლიური ანგარიშის მომზადებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირების და სამუშაო ჯგუფის წევრების მონაწილეობით.
შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული სახელმწიფო სამსახურების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის და საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია