დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ქართული ოცნება" - "ნაციონალების" ზუგდიდის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორები "ქართული ოცნების" წევრები არ ყოფილან
ავტორი:
2014/ივნისი/06 20:30:02
"ქართული ოცნების" განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორები "ქართული ოცნების" წევრები არ ყოფილან.
პოლიტიკური გაერთიანების ინფორმაციით, იქ შეკრებილი იყვნენ გარდაცვლილი ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახი და ახლობლები, რომელთა შორისაც შესაძლოა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც ყოფილიყვნენ.
"გვინდა გამოვეხმაუროთ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების ფაქტს და ამასთან დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. აღვნიშნავთ, რომ ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორები არ ყოფილან "ქართული ოცნების" წევრები.
ჩვენი ინფორმაციით, იქ შეკრებილი იყვნენ გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები, რომელთა შორისაც შესაძლოა, ყოფილიყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის მცდელობა, ეს ტრაგიკული ფაქტიც გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად.
"ქართული ოცნება" პატივს სცემს გარდაცვლილი ოფიცრის ხსოვნას, მისი ახლობლების მდგომარეობას და არ აპირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ამ ყოვლად მიუღებელ პოლემიკაში ჩართვას.
ვიმედოვნებთ, საქმეზე მალე დადგება სასამართლო განაჩენი და ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება, რათა არავის ჰქონდეს ადამიანების ტრაგედიით მანიპულირების საშუალება", - ნათქვამია საარჩევნო ბლოკ "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია