დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი კარწახის საკრებულოს წევრს მოუწოდებს, სოფლის მცხოვრებლებს პირადობის მოწმობები დაუბრუნოს
ავტორი:
2014/ივნისი/06 18:00:02
უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი სოფელ კარწახის საკრებულოს წევრს აბრამ კარაპეტიანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ფეოდალიზმი.
ეს მოწოდება თეა წულუკიანმა იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომლის მიხედვით, აღნიშნულმა პირმა სოფლის მაცხოვრებლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და პასპორტები ჩამოართვა. საკითხი კომისიის სხდომაზე საარჩევნო ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელმა ალექსანდრე შალამბერიძემ დასვა.
"სოფელ კარწახის საკრებულოს წევრს აბრამ კარაპეტიანს, რომელსაც სოფლის მაცხოვრებლებისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და პასპორტები ჩამოურთმევია, მინდა მოვუწოდო, რომ შეწყვიტოს ფეოდალიზმი და სოფლის მოსახლეობას სასწრაფოდ დაუბრუნოს პირადობის მოწმობები. მოქალაქე არის თავისუფალი და ვისაც უნდა იმას მისცემს არჩევნებში ხმას, იმის მიეხედავად, თუ რა მოსაზრებები აქვს თავად აბრამ კარაპეტიანს", - განაცხადა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის შემდეგ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია