დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს აგრესიასა და ზეწოლაში ადანაშაულებს
ავტორი:
2014/ივნისი/06 15:00:02
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს სამველ პეტროსიანს აგრესიასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ–ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, გუშინ ღამით საარჩევნო ბლოკის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ წურწუმიას პლაკატების გაკვრისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პარლამენტის დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა შეურაცხყოფა მიაყენა არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტებს და მოსთხოვა, თავი დაენებებინათ პლაკატების გაკვრისთვის.
მისი თქმით, პეტროსიანის ქმედება გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და აშკარა მუქარით თავად გრიგოლ წურწუმიას და მისი შტაბის წევრების მიმართ.
"სამველ პეტროსიანი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გავიდა პარლამენტში, მაგრამ ამჟამად ფაქტიურად "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. როგორც ჩანს, ის კარგად "ნაცადი" მეთოდებით ცდილობს ტერორის ქვეშ ამყოფოს ოპოზიცია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები "არასაპარლამენტო ოპოზიციაზე" ზეწოლას ცდილობენ", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" კანდიდატებზე და აქტივისტებზე ზეწოლის მაგალითები სხვა რეგიონებშიცაა.
როგორც ნაჭყებიამ აღნიშნა, რამდენიმე მაჟორიტარმა და პარტიულ სიაში შეყვანილმა კანდიდატმა უარი თქვა კენჭისყრაზე და ამჯერადაც, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისინი უარს აცხადებენ ღიად ისაუბრონ, ვინ და როგორ განახორციელა ზეწოლა.
"ამ თვალსაზრისით, მიუხედავად წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებული არჩევნების დროს არსებული ზეწოლის მასშტაბებთან სხვაობისა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოვითხოვთ უწყებათაშორისი კომისიისგან სასწრაფოდ მიიღოს ზომები და შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ ახალქალაქში მომხდარი ფაქტის გამოძიება", - დასძინა ნაჭყებიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია