დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მინისტრებმა სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის შექმნის საკითხი განიხილეს
ავტორი:
2014/ივნისი/06 14:30:02
მთავრობის სხდომაზე მინისტრებმა დღეს სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის შექმნის საკითხი განიხილეს. პრემიერის აპარატის ცნობით, პროექტის კონცეფცია მთავრობის ადმინისტრაციამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივად მოამზადეს.
როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განმარტა, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 45 დღის ვადაში წარადგენს ფონდის მუშაობის სამოქმედო გეგმას და განსაზღვრავს ფონდის ფუნქციონირების გამჭვირვალე და მოქნილ სისტემას.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში. სამუშაო ჯგუფის შემადგებლობაში შედიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე, ასევე იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები.
სოლიდარობის ფონდი საჯარო და კერძო სექტორიდან ფინანსური რესურსების მობილიზებასა პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას მოემსახურება. ფონდში დონაციების შეტანა ნებაყოფლობითი იქნება როგორც საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული ინდივიდუალური მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო კომპანიებისათვის.
"ფონდის მიზანია სოციალური პრობლემლემების მოგვარებაში საზოგადოებრივი სოლიდარობის მექანიზმის ჩართვა. ეს მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის, საზოგადოებრივი ჯგუფების ურთერთთანამშრომლობისა და სოლიდარული საზოგადოების ფორმირებისთვის, კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდისა და კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის პრინციპების განსახორციელებლად", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.
სოლიდარობის ფონდი პირველ ეტაპზე ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა ისეთი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რომელთა სრულად უზრუნველყოფა დღეისთვის სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებშიც შეუძლებელია.
სოლიდარობის ფონდის საქმიანობის ზედამხედველობას სამეთვალყურეო საბჭო განახორციელებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია