დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსანდრე ჭიკაიძე - მარნეულში მომხდარ ფაქტში მონაწილე პირებზე მორატორიუმი გავრცელდება
ავტორი:
2014/ივნისი/06 13:00:02
მარნეულში გუშინ მომხდარ ფაქტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული მორატორიუმი გავრცელდება , - ამის შესახებ შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამის პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, თუმცა დამნაშავე პირების შესახებ საზოგადოება სწორედ არჩევნების შემდეგ შეიტყობს.
"გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება გუშინვე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მორატორიუმია გამოცხადებული, წინასწარ არაფერს ვიტყვით. არჩევნების შემდეგ, ყველა, ვინც კრიმინალურ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა პასუხისგებაში მიეცემა", - განაცხადა ჭიკაიძემ.
შს მინისტრის ინფორმაციით, გამოკვეთილია კონკრეტულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის, ასევე ხულიგნობის ფაქტები. გარდა ამისა, ჭიკაიძის თქმით, უწყებას ცესკო-მაც მიმართა, რომელიც მასზე ზეწოლის განხორცილებაზე საუბრობს.
გუშინ, მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს გიგი უგულავამ და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ისინი საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან განმარტებებს მოითხოვდნენ, თუ რატომ აპირებდა "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის არჩევნებიდან მოხსნას.
ცესკო-ში კი აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა ნებისმიერი პოლიტიკური მხარისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან დაუშვებელია.
"საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენლების მიერ მარნეულის საარჩევნო ოლქში განხორციელებული ქმედებები სცილდება კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს და აღიქმება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებად", - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია